Friday, November 20, 2009

პროექტის სახელი:
ჩემი საყვარელი მწერალი.

პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
მწერლის ბავშვობა და ცხოვრება. სწავლის წლები და მისი შემოქმედება.

პროექტის სრული აღწერა:
თავდაპირველად ეწყობა ექსკურსია თბილისის იმ ძველ უბნებში,რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს რუსს პოეტზე. მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას მწერლის მგზავრის ჩანაწერებზე ''მოგზაურობა არზრუმში'', რომელშიც პოეტმა აღწერა საქართველოს ბუნება, ქართველი ხალხის ყოფა და ზნეჩვეულებები.შემდეგ მოსწავლეებს მასწავლებელი სთავაზობს საპროექტო თემებს: მოსწავლეები ირჩევენ მათთვის სასურველ თემას "ჩემი საყვარელი პოეტი".
მასწავლებელთან ერთად ადგენენ სამუშაო გეგმას ჯგუფური მუშაობისთვის და თითოეულ მათგანს ეძლევა გარკვეული დავალება: ა)მასალის მოძიება ინტერნეტსა და წიგნებში ბ) ბუკლეტის შედგენა (პირველ გვერდის სათაურის გაფორმება და დასურათება ან დახატვა). გ)ა. ს პუშკინის ლექსების მოძიება. I ჯგუფის წევრები იძიებენ მასალას მწერლის ბავშბობის წლებზე, II ჯგუფი აგროვებს მასალას მწერლის სწავლის პერიოდზე ლიცეუმში, III ჯგუფი აგროვებს მწერლის შემოქმედებიდან ლექსებს, რომელიც პოეტმა მიუძღვნა საქართველოს. მოსწავლეები შეგროვებულ ინფორმაციას ცვლიან ერთმანეთში, შეაქვთ შესწორებები და ემზადებიან პრეზენთაციისათვის. მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე პროექტი უნდა წარმოადგონონ ბუკლეტის სახით და წაიკითხონ ლექსები " ზვავი", "კავკასიონი" , "საქართველოს ბორცვებზე".
პროექტის შეფასების კრიტერიუმებს მასწავლებელი ადგენს კლასთან ერთად.

მონაწილეთა ასაკი:
VIII კლასი

ვადები/ხანგრძლივობა:
ერთი თვე (ოქტომბერი)

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

მოსწავლეები კითხულობენ მწერლის ბიოგრაფიას, ეცნობიან მის ცხოვრებას, ეძებენ საჭირო მასალას ინტერნეტში , მუშაობენ ბიბლიოთეკაში.

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად აყალიბებენ პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს,გუნდის წევრები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ და გეგმავენ განსახორციელებელ ეტაპებს, უზიარებენ ერთმანეთს შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ, ადგენენ პროექტის წარდგენის ფორმებს.ამუშავებენ პროექტის საბოლოო ვერსიას, პროექტს წერენ რუსულ ენაზე.

სარგებელი სხვებისათვის:
შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა, თუნდაც სხვა სკოლის მოსწავლემ, რომელსაც აინტერესებს პოეტის ცხოვრება.

სამუშაო ენა:
რუსული

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კავშირი ქართულთან და ისტორიასთან.

პროექტის ფასილიტატორი:
გულნაზი ხატოევი

ფასილიტატორის ელ. ფოსტა:
g.chatoevi@gmail.com

პროექტის ფორუმი:


პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი:
http://gulnazichatoevi.blogspot.com/